პროექტი



პროექტზე მომუშავე ჯგუფი: 

თავფურცელი:
სკოლის დასახელება:  სსიპ ზუგდიდის მე-10 საჯარო
პროექტის სათაური:           დიფერენცირებული მიდგომის მხარდაჭერა
განხორციელების ვადები:  ნოემბერი 2019 - მარტი 2020
პროექტის კავშირი ზგემთან და ზოგადი განათლების შესახებ კანონთან: მოსწავლეთა საჭიროებებზე და ინტერესებზე მორგებული სასწავლო პროცესი - მუშაობა სსსმ, შშმ და რისკის ქვეშ მყოფ მოსწავლეებთან, მათი თანაბარი ჩართულობა სასწავლო პროცესში, შესაბამისი მომსახურების მიწოდება.
პროექტის ხელმძღვანელები:  ნაზიბროლა თოდუა,ნანა ქირია
პროექტის განმახორციელებელი გუნდი: სკოლის ადმინისტრაცია, სპეც. მასწავლებელი, კათედრის გამგეები, კლასის დამრიგებლები, სკოლის ექიმი,მშობლები.
პროექტის საერთო ბიუჯეტი:   ლარი
I. პრობლემის დასაბუთება (მაქსიმუმ 200 სიტყვა)
სკოლაში მოსწავლეთა ნაწილი სტანდარტით განსაზღვრულ მინიმალურ დონეს ვერ აღწევს. 2019/2020 სასწავლო წელს სკოლამ მიიღო 1 სსსმ მოსწავლე. 1 მოსწავლის მშობელმა მიმართა სკოლას თხოვნით მოსწავლის შეფასების (იდენტიფიცირება) თაობაზე. სკოლას აქვს რესურს ოთახი, ჰყავს სპეციალური მასწავლებელი და გეგმავს სპეციალური მასწავლებლის ასისტენტის აყვანას. სკოლის მიერ განხორციელებული ინკლუზიური განათლების მონიტორინგის შედეგები არ შეესაბამება არსებულ რეალობას. ამგვარად, სკოლაში გამოკვეთილია პრობლემა, რომ არ ხდება საჭიროებებზე დაფუძნებული ინკლუზიური განათლების მხარდაჭერა და ამიტომ არ არის შექმნილი მოსწავლეზე ორიენტირებული გარემო. მასწავლებელთა კვალიფიკაცია ინკლუზიური კუთხით საჭიროებს გაუმჯობესებას, ასევე ასამაღლებელია მშობელთა ცნობიერება,  შესაცვლელია ინდიფერენტული დამოკიდებულებები. ამ საკითხის გადაუჭრელობა გამოიწვევს განათლების ხელმისაწვდომობის უფლების დარღვევას. არ მოხდება რისკ ჯგუფის მოსწავლეთა და სსსმ მოსწავლეთა აკადემიური უნარების/ შედეგების გაუმჯობესება, სოციალიზაცია.
ამ პრობლემის გადაჭრა მოხდება სკოლის თანამშრომელების პროფესიული მომზადების, ანგარიშვალდებულებების სისტემის გაუმჯობესებისა და ადამიანური და მატერიალური რესურსების მართვის გაუმჯობესების გზით.  
II.პროექტის მიზანი  (რეალისტური, გაზომვადი, დროში მიღწევადი)
პროექტის მიზანია სსიპ ქალაქ ზუგდიდის N10 საჯარო სკოლაში,  2019 წლის ნოემბრიდან -  2020 წლის მარტის ჩათვლით  პერიოდში, ინკლუზიური განათლების მხარდაჭერის საშუალებით რისკის ჯგუფის მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესება, წინა წლებთან შედარებით 20%-ით და სკოლის ყველა სსსმ და რისკის ჯგუფის მოსწავლისთვის მათი საჭიროების შესაბამისი სერვისებისა და რესურსების მიწოდების ხელშეწყობა/გაუმჯობესება.

პროექტის ამოცანები:
1. ინკლუზიურ განათლებაში არსებული პრობლემების იდენტიფიკაცია;
2. ინკლუზიური განათლების მართვა;
3. მონიტორინგის სისტემის დანერგვა;
4. ცნობიერების ამაღლება;
5. პროექტის შედეგების შეჯამება და გასაჯაროება;

III. სამიზნე ჯგუფები (ვისი პრობლემის მოგვარებას ცდილობთ და ვინ შეიძლება მიიღოს კიდევ სარგებელი)
პროექტის სამიზნე ჯგუფებია რისკის ჯგუფის მოსწავლეები, სსსმ მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები და თემი.
პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში სარგებელს მიიღებს როგორც სკოლა, ასევე ადგილობრივი თემი;
სკოლის მშობლები და თემში არსებული ადამიანური რესურსი მონაწილეობას მიიღებს პროექტის განხორციელებაში. მათი წვლილი იქნება მოხალისეობრივ საწყისებზე (საინფორმაციო და სამუშაო შეხვედრები, ცნობადობის ამაღლების კამპანიები და ა.შ.)

IV. რისკების ანალიზი 
რისკები

ალბათობა*

რისკის შემცირების სტრატეგია
შიდა
მასწავლებელთა უკმაყოფილება დამატებითი სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით,
დროის დეფიციტი, ინდიფერენტული დამოკიდებულება;
მშობელთა უკმაყოფილება;
მაღალი
სარგებლის ჩვენება;
წარმატებული სკოლის გამოცდილების გაზიარება;
პოზიტიური და ნეგატიური განმამტკიცებლების თანმიმდევრული ამუშავება (შინაგანაწესის მიხედვით)
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება;
კონკრეტული მაგალითების პრეზენტაციები (ფილმის ჩვენება და ერთობლივად განხილვა, კონკრეტული სკოლის მაგალითები)

გარე
 ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებული მარეგულირებელი აქტების ცვლილებები.
დაბალი
შეხვედრები მაკონტროლებელ ორგანოებთან.
მოხდეს სამოქმედო გეგმის გადახედვა.


V. სამოქმედო გეგმა

VI. მონიტორინგის, შეფასებისა და უკუკავშირის გეგმა
პროექტის შეფასება განხორციელდება ორ ეტაპად: შუალედური და საბოლოო შეფასება.   მონიტორინგის და შეფასების  კრიტერიუმები
N
მონიტორინგის ფორმა
ინსტრუმენტი
დადასტურება
უკუკავშირი*
1.4.
დაკვირვება, მეორადი მონაცემების დამუშავება.
დაკვირვების ჩეკლისტი
შევსებული ჩეკლისტი, ანალიზის ფორმა
ჩეკლისტის წერილობითი ანალიზი/რეკომენდაციები
2.3.
დაკვირვება
დაკვირვების ჩეკლისტი
შევსებული ჩეკლისტი,  მონიტორინგის ანალიზის ფორმა
ჩეკლისტის წერილობითი ანალიზი/რეკომენდაციები
მშობელთა კითხვარების ანალიზის ფორმები/რეკომენდაციები
უკუკავშირის ფორმების ანალიზის ფორმა/რეკომენდაიები
3.3
დაკვირვება, კითხვარები მშობლებისთვის
დაკვირვების ჩეკლისტი
შევსებული ჩეკლისტი,  მონიტორინგის ანალიზის ფორმა
ჩეკლისტის წერილობითი ანალიზი/რეკომენდაციები
4.4
დაკვირვება
დაკვირვების ჩეკლისტი
შევსებული ჩეკლისტი,  მონიტორინგის ანალიზის ფორმა
ჩეკლისტის წერილობითი ანალიზი/რეკომენდაციები
5.4
დაკვირვება
დაკვირვების ჩეკლისტი
შევსებული ჩეკლისტიმონიტორინგის ანალიზის ფორმა
ჩეკლისტის წერილობითი ანალიზი/რეკომენდაციები
 VII.აქტივობების განხორციელების კალენდარი


 VIII.ბიუჯეტი 



მონიტორინგისა და გადახედვის ეტაპზე გამოვლენილი საჭროებებიდან გამომდინარე  ბიუჯეტის ერთი მუხლიდან შესაძლებელია მეორეში თანხის არაუმეტეს 10%-ის გადატანა ისე, რომ მთლიანი ბიუჯეტის თანხა არ შეიცვალოს.
პროექტის ბიუჯეტის მთლიანი თანხის გაზრდის    საჭიროებისას ბიუჯეტი საჭიროებს ურთიერთშეთანხმებას.

IX. მოსალოდნელი შედეგები
A.    რაოდენობრივი 
მოკლევადიანი
·         2019 ნოემბერი - 2020 მარტი პერიოდში გაუმჯობესდა რისკის ჯგუფის მოსწავლეთა შედეგები, წინა წლებთან შედარებით 20%-ით;
·         სკოლის ყველა სსსმ და რისკის ჯგუფის მოსწავლისთვის მათ საჭიროების გაუმჯობესდა შესაბამისი სერვისების მიწოდება;

  გრძელვადიანი

·         გადამზადებულია 30 მასწავლებელი/ თანამშრომელი  პროფესიული ტრენინგების საშუალებით;
·         ჩატარებულია 2 ტრენინგი, 2 ვორკშოპი, 4 შიდა და 2 გარე სამუშაო შეხვედრა გამოცდილების გაზიარების მიზნით;
·         ინკლუზიური განათლების არსის, მნიშნელოვნებისა და ამ მიმართულებით სკოლის მიღწევების შესახებ ინფორმირებულია ყველა თანამშრომელი და მშობელთა 60 %;
·         კლასებში მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები/ შედეგები, სასწავლო წლის ბოლომდე გაუმჯობესდება 5 % -ით.

B.     თვისებრივი

·         ჩატარებულია 1 საჭიროებების კვლევა;
·         შეიქმ/გაუმჯობესდა მოსწავლეთა საჭიროებაზე მორგებული სამოქმედო გეგმა;
·         გაწერილია ფუნქცია მოვალეობები/ სამუშაო აღწერილობები;
·         შექმნილია მონიტორინგის ჯგუფის სამოქმედო გეგმა;

X. პროექტის მდგრადობა (როგორ წარმოგიდგენიათ პროექტის განვითარება პროექტის    დასრულების შემდეგ?, რა მექანიზმებით მოხდება პროექტის განხორციელებით მიღებული დადებითი შედეგის/შედეგების შენარჩუნება და გაუმჯობესება).
პროექტის მდგრადობა განპირობებულია იმით, რომ პროექტის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდა:
·         მოსწავლეზე ორიენტირებული გარემო;
·         დამოკიდებულებები ინკლუზიური განათლების მიმართ;
·         მასწავლებელთა კვალიფიკაცია ინკლუზიური განათლების კუთხით;
·         ადამიანური და მატერიალური რესურსების მართვა;
·         ანგარიშვალდებულებების გამართული სისტემა.
·         შემუშავდა ინკლუზიური განათლების მონიტორინგის მექანიზმები
_ რაც იძლევა შემდგომში ინკლუზიური განათლების მიმართულებით მიღწევების შენარჩუნებისა და განვითარების შესაძლებლობას.

Comments