აქტივობები

პირველი სამუშაო შეხვედრა




     საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა(კ.ფარცვანია)  და  პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრებმა შეიმუშავეს კითხვარები პროექტის აქტუალურობის შესახებ.
იხილეთ სამუშაო პროცესის ამსახველი სურათები და კითხვარები


კითხვარი N1
  1. სკოლის სასკოლო სასწავლო გეგმა მოიცავს თუ არა თავს „ინკლუზიური განათლება“?
  2. შემუშავებული აქვს თუ არა სკოლას ინკლუზიური განათლების განხორციელების სამუშაო გეგმა?   
3.       სკოლაში შემუშავებული არის თუ არა  მოსწავლეთა ინდ. გეგმები კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში და ხორციელდება თუ არა მიღწეული შედეგების მონიტორინგი?
4.       რისკ ჯგუფისა და   სსსმ მოსწავლეებთან პედაგოგები მუშაობას ახორციელებენ თუ არა დიფერენცირებულ მიდგომებს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესაბამისად?
5.        მასწავლებლები პერიოდულად აკეთებენ თუ არა მიღწეული შედეგების მონიტორინგს?
6.        აქტიურად მონაწილეობენ თუ არა მშობლები რისკ ჯგუფისა და   სსსმ მოსწავლისათვის საჭირო  პროგრამების შედგენა-შემუშავებასა და განხორციელებაში?
7.       რამდენად აისახება მშობელთა ჩართულობა რისკ ჯგუფისა და  სსსმ მოსწავლის მიღწეულ შედეგზე?
8.       გავლილი აქვს თუ არა სკოლის  სპეციალურ მასწავლებელს ინკლუზიური განათლების ტრენინგები/ სპეციალური კურსები?
9.       რამდენი რისკ ჯგუფისა და    სსსმ მოსწავლე ჰყავს სკოლას?
10.   რა ღონისძიებები განხორციელდა სკოლაში მოსწავლეთა, მასწავლებელთა, მშობელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით ინკლუზიური განათლები კუთხით?
11.   როგორია მშობელთა ჩართულობა ცნობიერების ამაღლების კუთხით განხორციელებულ  სასკოლო აქტივობებში/ღონისძიებებში?
12.   ხორციელდება თუ არა სპეციალური მასწავლებლის მიერ სსსმ მოსწავლისათვის    წინაწარ გაწერილი გრაფიკის მიხედვით დაგეგმილი აქტივობები (საკლასო ოთახში, რესურს ოთახში,  ინდივიდუალურად/ჯგუფურად, შინ სწავლება)
13.   საგნის პედაგოგები და სპეციალური მასწავლებელი თანამშრომლობენ თუ არა  მოსწავლესთან მუშაობის სტრატეგიებისა და აქტივობების დაგეგმვაში.
14.   ქმნიან თუ არა სპეციალური მასწავლებლები სსსმ მოსწავლეებთან მიზნის მისაღწევად საჭირო რესურსებს?
15.   თანამშრომლობენ თუ არა სპეციალური მასწავლებელი და მშობლები სსსმ მოსწავლის ქცევის მართვისა და საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩართვისათვის.
16.   შექმნილია თუ არა სკოლაში ისგ მონიტორინგის ჯგუფი?
17.   ხორციელდება თუ არა ადმინისტრაციის მხრიდან ისგ ჯგუფის მუშაობის მონიტორინგი?
18.   ახორცილებს თუ არა ადმინისტრაცია რისკ ჯგუფისა და  სსსმ მოსწავლის სწავლა -სწავლების პროცესის მონიტორინგს?
19.    ეხმარება თუ არა ადმინისტრაცია ისგ ჯგუფებს პრობლემათა გადაწყვეტაში?
20.   ისგ ჯგუფის მუშაობა ხორციელდება თუ არა განსაზღვრული კანონმდებლობის შესაბამისად?
21.   ხორციელდება თუ ისგ ჯგუფის მიერ  ინდივიდუალური გეგმების  შეფასება/მონიტორინგი?
  1. აკმაყოფილებს თუ არა იმ სტანდარტებს, რომელსაც მოითხოვს სსსმ მოსწავლის საჭიროება სკოლის ფიზიკური გარემო?
  2.  აქვს თუ არა სკოლას პანდუსები?
  3. აქვს თუ არა სკოლას  ადაპტირებული საპირფარეშო?
  4. არის თუ არა სკოლაში ლიფტი?
  5.  აქვს თუ არა სკოლას რესურს ოთახი სსსმ და შშმ მოსწავლეთათვის?
  6. აღჭურვილია თუ არა სკოლა და რესურს ოთახი  სათანადო ინვენტარით,  რესურსით, ტექნიკით/კომპიუტერული ტექნიკით და სასწავლო მასალით?

კითხვარი N2

შემდეგი ჩამონათვალიდან, რა გაქვთ სახლში?
 თითოეულ ხაზზე მონიშნე ერთი პასუხი - დიახ, არა
1.      საკუთარი ოთახი 
2.      სამუშაო მაგიდა
3.      მყუდრო ადგილი
4.      კომპიუტერი, რომელსაც საშინაო დავალების მოსამზადებლად იყენებ
5.      ინტერნეტი
6.      ლიტერატურა,  რომლებსაც საშინაო დავალების მოსამზადებლად იყენებ
7.      ლექსიკონი
8.      პლაზმური ტელევიზორი,
9.      საკაბელო ტელევიზია, 

შენს ცხოვრებასთან დაკავშირებით, რამდენად ეთანხმები ან არ ეთახმები შემდეგ შეხედულებებს?
ყოველ ხაზზე მონიშნე ერთი პასუხი -
 საერთოდ არ ვეთანხმები,  არ ვეთანხმები,  ვეთანხმები, სრულიად ვეთანხმები.
1.      ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა
2.      ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ნორმალურადაა
3.      ბევრ რამეს შევცვლიდი ჩემს ცხოვრებაში
4.       სხვანაირ ცხოვრებას ვისურვებდი.
5.       მშვენიერი ცხოვრება მაქვს.
6.       ყველაფერი მაქვს, რაც მინდა ცხოვრებაში.

 სკოლასთან დაკავშირებით, რამდენად ეთანხმები ან არ ეთანხმები შემდეგ შეხედულებებს?
 ყოველ ხაზზე მონიშნე ერთი პასუხი -  
საერთოდ არ ვეთანხმები,  არ ვეთანხმები,  ვეთანხმები, სრულიად ვეთანხმები.
1.      გარიყულად ვგრძნობ თავს
2.      სკოლაში ადვილად ვუმეგობრდები ბავშვებს.
3.      სკოლაში, როგორც საკუთარ სახლში ისე ვგრძნობ თავს.
4.      სკოლაში თავს უხერხულად, ცუდად ვგრძნობ.
5.      აშკარაა, რომ სხვა მოსწავლეებს მოვწონვარ.
6.      სკოლაში თავს ბედნიერად ვგრძნობ.
7.      ჩემს სკოლაში ყველაფერი იდეალურადაა.
8.      მე კმაყოფილი ვარ ჩემი სკოლით.
მონაწილეობ თუ არა საკლასო/სასკოლო ღონისძიებებში?
თითოეულ ხაზზე მონიშნე ერთი პასუხი - დიახ, არა
1.      აქტიურად ვმონაწილეობ
2.      იშვიათად ვმონაწილეობ
3.      არა მაქვს მონაწილეობის სურვილი
4.      ვმონაწილეობ მასწავლებლის სურვილის გათვალისწინებით


როგორ სასკოლო გარემოში ისურვებდი სწავლას?
1.      საინტერესო
2.      სახალისო
3.      სასიამოვნო
4.      კომფორტული




კითხვარი N3
 1.თქვენი აზრით ჩვენი სკოლა აკმაყოფილებს თუ არა თქვენი შვილის საგანმანათლებლო    საჭიროებას?
2.       ღებულობთ თუ არა ინფორმაციას თქვენი შვილის სასწავლო პროცესში ჩართულობის შესახებ და რა სიხშირით?
3.       ვინ არის თქვენი ინფორმაციის წყარო?
4.       ხართ თუ არა კმაყოფილი სკოლის მიერ შეთავაზებული სერვისით/ სპეციალისტებით?
5.       თქვენი აზრით ხომ არ საჭიროებს თქვენი შვილი რომელიმე  დამატებით სერვისს/ სპეციალისტს?
6.       შედგენილია თუ არა თქვენი თანამონაწილეობით  თქვენი შვილის საჭიროებებზე მორგებული  ინდ. გეგმა და გრაფიკი სასწავლო პროცესში ჩართულობისათვის?
7.        გაუმჯობესდა თუ არა თქვენი შვილის აკადემიური შედეგები, აკადემიური და ფუნქციური უნარები?
8.       არის თუ არა ჩართული  მაქსიმალურად თქვენი შვილი სასკოლო-საკლასო  აქტივობებში/ღონისძიებებში/ პროექტებში მისი შესაძლებლობების და ინტერესების გათვალისწინებით?
9.       როგორია თქვენი შვილისა და თანატოლების ურთიერთდამოკიდებულებები?
10.   თქვენი აზრით გაუმჯობესდა თუ არა თქვენი შვილის სოციალური და კომუნიკაციური უნარები?
11.   თქვენი აზრით გაიზარდა  თუ არა თქვენი შვილის დამოუკიდებლობის ხარისხი სკოლაში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად?
12.   როგორ ფიქრობთ თქვენი შვილისადმი  არის თუ არა  სკოლაში პოზიტიური და კეთილგანწყობილი გარემო?
13.   ჰქონდა თუ არა ადგილი თქვენი შვილისადმი უფლებების დარღვევას?  დადებითი პასუხის შემთხვევაში გთხოვთ გაგვიმარტოთ როგორ, რა ფორმით?.
14.   უფლებების დარღვევის ფაქტის არსებობის შემთხვევაში, როგორი იყო თქვენი რეაგირება და რა შედეგი მოყვა მას?
15.   როგორია სკოლის ადმინისტრაციასთან  თქვენი თანამშრომლობის გამოცდილება?
16.    თქვენი აზრით, სკოლაში არსებული რესურსები არის თუ არა ხელმისაწვდომი თქვენი შვილისათვის?
17.    გთხოვთ გვითხრათ ხართ თუ არა ჩართული სასკოლო ცხოვრებაში და როგორ?
18.   რამდენად ხართ ინფორმირებული სკოლაში მიმდინარე პროცესებზე?
19.     ხართ თუ  არა ჩართული  სკოლაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და როგორ?
20.    თქვენი აზრით, რა ცვლილებების განხორციელება იქნებოდა სასურველი სკოლაში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით?










Comments

Popular posts from this blog

პროექტი